logo
ENG



დაპირისპირება იუსტიციის საბჭოში - ჯანეზაშვილი დოლიძის დაფინანსების წყაროების შესწავლას ითხოვს

22 ივნ 202020:46
3 წუთის საკითხავი
 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, ვადის ამოწურვამდე 2 წლით ადრე საბჭო დატოვა და მიზეზად მის წინააღმდეგ წარმოებული PR კამპანია დაასახელა. ანა დოლიძე ამბობს, რომ პოლიტიკურ პლატფორმაში გაერთიანების შემდეგ, მისი მისამართით ხელისუფლებამ შეტევა ორკესტრირებულად დაიწყო, რაშიც საბჭოს მეორე არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი მონაწილეობს.

ანა დოლიძის ბრალდებების მთავარი ადრესატი, ნაზი ჯანეზაშვილი კი ამბობს, რომ დოლიძე დიდი ხანია პოლიტიკურ საქმიანობაშია ჩართული და კანონს არღვევს. მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო დატოვა, მისი მისამართით კითხვები ისევ რჩება. ვინ აფინანსებდა ანა დოლიძის მეირ დაფუძნებულ მოძრაობას - იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი აუდიტის სამსახურს მოუწოდებს ამ საკითხის შესწავლა დაიწყოს.

ანა დოლიძემ სპეციალურად გამართული ბრიფინგის შემდეგ, კითხვებს აღარ უპასუხა, მედიაში ღია წყაროებზე მისი ორგანიზაციის სავარაუდო დამფინანსებლად გიორგი კაპანაძე იგივე „რიჟა“ სახელდებოდა. დაფინანსების შესახებ ჯერ არც ანა დოლიძის პოლიტიკურ გაერთიანებაში საუბრობენ. ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ კაპანაძესთან კავშირი არ ექნებათ და ამ კითხვებზე საუბარი დოლიძესთანაც ჰქონდათ.

პოლიტიკური პლატფორმა დოლიძე-ელისაშვილი-კობერიძე სავარაუდოდ არჩევნებზე მონაწილეობას საარჩევნო ბლოკის სახით მიიღებს. მოლაპარაკებებს "ლელოსთნ" და თამარ ჩუგოშვილის გუნდთან აწარმოებენ.

შეგახსენებთ, ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დანიშნა. მისი შემცვლელი ახლა სალომე ზურაბიშვილმა უნდა შეარჩიოს. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ამისთვის 10 დღიანი ვადა აქვს.


close დახურვა