31 ოქტომბერს, 20:00 საათზე, ფორმულას ეთერში Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგები გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ტელეკომპანის გენერალურმა დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში განაცხადა.
როგორც გუმბარიძემ აღნიშნა, Edison Research არის სოლიდური კვლევითი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ჩატარებული არჩევნების ეგზიტპოლებს არაერთხელ ატარებდა.
"Edison Research-ი იყო პირველი კომპანია, რომელთანაც დავიწყეთ პარტნიორობა გახსნის დღის თანავე. Edison Research-ი ამერიკაში წამყვანი მედიებისთვის ახორციელებს ეგზიტპოლს. ამ ორგანიზაციამ საქართველოში ეგზიტპოლი რამდენჯერმე ჩაატარა და მისი რიცხვები ცესკო-ს მონაცემების იდენტური იყო. 31 ოქტომბერს, ზუსტად 20:00 საათზე მაყურებელს ყველაზე სანდო და მიუკერძოებელ ეგზიტპოლს შევთავაზებთ. თუ მაყურებელს აინტერესებს რა მოხდა არჩევნებზე, მაშინ ისინი ამას ფორმულას ეთერში, ზუსტად 20:00 საათზე გაიგებენ", - ამბობს გუმბარიძე.
გარდა ამისა, მან მადლობა გადაუხადა ფორმულას მაყურებელს და აღნიშნა, რომ ტელეკომპანია ყველა იმ ღირებულებასა და მედიასტანდარტს მომავალშიც შეინარჩუნებს.