logo
ENG



კლანური მმართველობა არსებობს, ეს უნდა აღმოიფხვრას-პარლამენტში რეზოლუციას უყრიან კენჭს

24 ივნ 202013:25
3 წუთის საკითხავი
 

პარლამენტში სასამართლოში კლანური მმართველობის აღიარებასთან დაკავშირებით ეკა ბესელიას, ზვიად კვაჭანტირაძისა და ნატო ჩხეიძის ინიცირებულ რეზოლუციას უყრიან კენჭს.

რეზოლუციის ავტორები ამბობენ, რომ ამ დოკუმენტის მიღება გააჩენს შესაძლებლობას, მმართველობის მსგავსი მანკიერება აღმოიფხვრას.მაია ბაქრაძის აზრით, შემდეგ ხელისუფლებებს უნდა ჰქონდეთ გააზრებული, რომ კლანური მმართველობა დასამთავრებელია.

„გადავწყვიტეთ მიგვემართა პარლამენტისთვის, როგორც წარმომადგენლობითი ორგანოსთვის, რომ გააკეთოს ამ პრობლემის აღიარება და ყველა შეთანხმდეს, რომ ასეთი მმართველობა არსებობს. ეს საჭიროა, რომ მომავალმა ხელისუფლებებმა შეძლონ ამის გაუმჯობესება. ესაა დოკუმენტი, სადაც ორგანო შეთანხმდება ასეთი მმართველობის და პრობლემის შესახებ. დაისმება დიაგნოზი, დაინიშნება მკურნალობა - თუ არ გვეცოდინება დიაგნოზი, ვერ ვუმკურნალებთ. ამიტომ მივმართეთ პარლამენტს, რომ დაუჭიროს მხარი", - ამბობს მაია ბაქრაძე.


close დახურვა