logo
ENG



ოცნებას არ აქვს ნება არსებული პრობლემები შეცვალოს - საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს დღეს აირჩევენ

25 ივნ 202007:21
3 წუთის საკითხავი
 

ვინ გახდება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე პლენუმის სხდომაზე დღეს გადაწყდება. შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა მერაბ ტურავა და ირინე იმერლიშვილის კანდიდატურა უნდა განიხილონ.

არასამთავრობო ორგანიზაციები ტურავას გამარჯვებას პროგნოზირებენ. მათი თქმით, ის კლანის კანდიდატია. 

სამწუხაროდ ჩვენ ვფიქრობთ, რომ დღეს უმრავლესობას არ აქვს ნება იმისა, რომ ქვეყანაში შეცვალოს მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ვითარება, გადაჭრას ის პრობლემები, რომელიც ამ მიმართულებით არის. ჩვენ კიდევ უფრო გვიჭირს საკონსტიტუციო სასამართლოზე იმედების დამყარება, როგორც დამოუკიდებელ ინსტიტუციაზე. ამან კიდევ უფრო მეტი კითხვის ნიშანი გააჩინა საკონსტიტუციო სასამართლოსთან მიმართებით“, - განაცხადა ვახუშტი მენაბდემ. 

არჩეულ თავმჯდომარეს პლენუმის 9 წევრისგან არანაკლებ 5 ხმა სჭირდება. 

 

"ჩანიშნული არის პლენუმის სხდომა. სხდომაზე მოხდება კანდიდატების მიერ პლენუმის წევრებისთვის თავიანთი პოზიციების გაცნობა. შემდეგ მოხდება ფარული კენჭისყრა, რის შემდეგაც გამოვლინება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. დასახელებულია 2 კანდიდატი. იმისთის, რომ გამოვლინდეს თავმჯდომარე, საჭროა, რომ პლენუმის 9 წევრიდან კანდიდატს მხარი მინიმუმ 5-მა წევრმა დაუჭიროს“, - განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ლომთაძემ. 

 


close დახურვა