logo
ENG



წულუკიანი ოპოზიციას: ძალიან მიყვარს ადამიანები, თქვენც კი მიყვარხართ

26 ივნ 202018:27
3 წუთის საკითხავი
clock 955

"მე ძალიან მიყვარს ადამიანები, თქვენც კი მიყვარხართ და აქიდან გამომდინარე, მინდა შეგახსენოთ ქართული კანონმდებლობის რამდენიმე ფუძემდებლური პრინციპი", - ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატებს. 

პარლამენტში მოხსენებით გამოსვლისას ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა თინა ბოკუჩავამ პრემიერს კითხა, იცის თუ არა, რომ იუსტიციის მინისტრის დავალებით ნოტარიუსის საქმიანობა შეუზღუდეს ბაჩანა შენგელიას, რომელიც მისი დედის გარდაცვალების თაობაზე სიმართლის დადგენას ითხოვს.

პასუხად, თეა წულუკიანმა ოპოზიციას მოუწოდა,  არ აფიქრებინოს საზოგადოებას, რომ "ეს ადამიანი მათი აქტივისტია":  

"არსებობს საქართველოს კანონი ნოტარიატის შესახებ, სადაც წერია რომ ნოტარიუსები ახორციელებენ სახელმწიფოებრივ უფლებამოსილებას, როცა მე წავრსდგები აქ მინისტრის საათის ფორმატში, კონკრეტულ ქეისზე ვისაუბრებ, მაგრამ ერთს გეტყვით - სახელმწიფოებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, იქვე წერია კანონმდებლობაში, აკრძალულია რაიმე ტიპის ჩარევა პოლიტიკურ საქმიანობაში, ამიტომ იქნებ დაანებოთ ნოტარიუსებს თავი, მათ შორის ამ ადამიანს. კოვიდის და პანდემიის პირობებში მოქმედებს დროებით წესები და ნებისმიერ ნოტარიუსს, თუ ინსპექტირებისას აღმოჩნდება, რომ დაარღვია წესი, დროებით შეუჩერდება ბიუორს საქმიანობის უფლება, ნუ აპოლიტიზირებთ ამ თემას და ნუ აფიქრებინებთ საზოგადოებას, რომ ეს ადამიანი მთლად პოლიტიკურად ნეიტრალური არ არის და თქვენი აქტივისტია", - თქვა წულუკიანმა.

ბაჩანა შენგელიას სანოტარო საქმიანობა იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით შეუზღუდეს. უწყებამ წერილობით განმარტებაში მომხდარი დისციპლინური სამართალდარღვევით განმარტა და მიუთითა, რომ დარღვევა ბიუროში მის მაგიერ შემცვლელის ყოფნა იყო.

თავად შენგელია სანოტარო საქმიანობის უფლების შეზღუდვას პოლიტიკური ზეწოლის გაგრძელებად მიიჩნევს. 

2018 წელს ბაჩანა შენგელიას დედა ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით გარდაიცვალა. მისი ჯანმრთელობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც სკოლაში, სადაც ის დირექტორის თანამდებობას იკავებდა, შესამოწმებლად განათლების სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი შევიდა და "მძიმე დარღვევები" გამოავლინა. გარდაცვლილის ოჯახი ამბობს, რომ კერზაიამ სკოლის ამბებზე ინერვიულა, ინსპექტირება კი, თავის მხრივ, მასზე წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ზეწოლას უკავშირდებოდა.

 


close დახურვა