ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის კალათბურთელს დეანდრე ჯორდანს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ კალათბურთელმა Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
"ბრუკლინის" ცენტრი გუნდს ორლანდოში ვერ გაჰყვება. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა "ბრუკლინის" კიდევ ერთ კალათბურთელს სპენსერ დინვიდსაც.
NBA-ს განახლება 30 ივლისს იგეგმება.