logo
ENG



გორში, პოლიციის მკვლელობაში ბრალდებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაკავებულია

01 ივლ 202011:33
3 წუთის საკითხავი
 
y7x39we96w8n3b2.jpg

შინაგან საქმეთა სამინისტრო გორში მომხდარ მკვლელობაზე ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს. უწყების ცნობით,  დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც მოკლული პოლიციელის ბინას ქირაობდა.

ბრალდებულმა, სამართალდამცველს მისივე სახლში ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისიწინებს.

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა გორში გვიაღ ღამით მოხდა. 


close დახურვა