logo
ENG



325 000-ევროიანი კრედიტი - მინისტრები, რომელთაც ყველაზე დიდი სესხები აქვთ

27 აპრ 202014:50
3 წუთის საკითხავი
 
tbi1dq5gbczarl5.jpg

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველომ“ იმ მინისტრებისა და მოადგილეების ათეული გამოაქვეყნა, რომელთაც ყველაზე მაღალი საბანკო სესხები აქვთ.

ათეულში შედიან ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური.

ტიკარაძეს 14-წლიანი იპოთეკური სესხი აქვს საქართველოს ბანკში 115,000-დოლარიანი.

თურნავას 185-დოლარიანი სესხი საქართველოს ბანკში, ხოლო 325 000-ევროიანი სესხი თი ბი სი ბანკში - ორივე იპოთეკური, 15-წლიანი.

გომელაურს კი 80 000-დოლარიანი სესხი, ასევე იპოთეკური.

მთავრობის 63 თანამდებობის პირიდან 40-ს (ან მათ მეუღლეებს) აქვს საბანკო ვალდებულება, 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიაჩნია, რომ საზოგადოებისთვის შეიძლება საინტერესო იყოს მინისტრებისა და მათი მოადგილეების ფინანსური ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია, რომელსაც ისინი თავად ასაჯაროებენ ქონებრივ დეკლარაციებში. ამ შემთხვევაში ჩვენ რაიმე დარღვევაზე არ მივუთითებთ.


close დახურვა