
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე, ტარიელ ნაკაიძე „ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.
როგორც „ფორმულას“ ნაკაიძემ განუცხადა, ჯერ უცნობია თუ რომელ ოლქში იყრის ის კენჭს.
„დეტალები დასაზუსტებელია. არჩევნებზე ევროპულ საქართველოსთან ერთად ვიქნები. კენჭს ვიყრი, მაგრამ რომელ ოლქში, ამის შესახებ მიმდინარეობს კონსულტაციები. სულ მალე იქნება წარდგენა“, - განაცხადა ნაკაიძემ.