logo
ENG



დიღომში კორპუსის მე-6 სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა

03 ივლ 202019:19
3 წუთის საკითხავი
 

დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულიდან 3 წლის ბავშვი გადმოვარდა.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა საავადმყოფოში გადაიყვანა. თვითმხილველის გიორგი ჩიტიშვილის თქმით, ბავშვის მდგომარეობა მძიმეა. 

ბავში სახლში ძიძასთან ერთად იმყოფებოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ძიძა პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს (ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გაუფრთხილებლობით).


close დახურვა