მოსკოვში, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან პეტიციის ხელმოსაწერად ასობით ადამიანი მივიდა. მათი მთავარი მოთხოვნა იმ საკონსტიტუციო ცვლილების უკანონოდ გამოცხადებაა, რომელიც ვლადიმერ პუტინს 2036 წლამდე ქვეყნის მართვის უფლებას აძლევს.
პეტიციისთვის ხელის მოწერა მომხრეებს მემარცხენე ოპოზიციურმა ძალებმა სთხოვეს. თავად მოძრაობის ლიდერი, სერგეი უდალცოვი კი აცხადებს, რომ რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, საკონსტიტუციო ცვლილებებს რუსეთში მხარი მოსახლეობის თითქმის 78-მა პროცენტმა დაუჭირა. ცვლილებები უკვე ამოქმედებულია.