logo
ENG



ირაკლი (დაჩი) ბერაია თუ ირაკლი სესიაშვილი - ვინ დაიკავებს შერიგების მინისტრის პოსტს

05 ივლ 202017:01
3 წუთის საკითხავი
 

სამოქალაქო აქტივისტი, თამარ მეარაყიშვილი ავრცელებს ინფორმაციას, რომ შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში მინისტრის პოსტზე ირაკლი (დაჩი) ბერაია და ირაკლი სესიაშვილი განიხილებიან.

როგორც სამოქალაქო აქტივისტი აცხადებს, ადრე გავრცელებული ინფორმაცია სოზარ სუბარის მინისტრად დანიშვნის შესახებ არ შეესაბამება სიმართლეს. მეარაყიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სესიაშვილის ან ბერაიას დანიშვნით „უძრაობის ხანა“ გაგრძელდება.

„15 ივნისიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის პოსტი ვაკანტურია. გავრცელებული ხმები, რომ სოზარ სუბარი დაიკავებდა ამ თანამდებობას, ჩემი ინფორმაციით, არ დასტურდება.

ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს ორ კანდიდატურაზე მუშაობა - ირაკლი სესიაშვილი და ირაკლი(დაჩი) ბერაია. ანუ კონტაქტების და ნდობის არმქონე ციხელაშვილს შეცვლის ასეთივე კადრი. თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა და რომელიმე გახდა მინისტრი, ციხელაშვილის უმოძრაო დრო გაგრძელდება.

მოკლედ, საქართველოს ხელისუფლებას შაბლონური განცხადებების გაკეთების გარდა, ჩვენ არ ვაინტერესებთ და თუნდაც კედელს ვახალოთ თავები აქ მცხოვრებმა ადამიანებმა, საკუთარ ვალდებულებას ვერ ვახსენებთ.
5 სექტემბრამდე - გზის დაკეტვამდე ახალგორის რაიონის ქართულ ნაწილში 1500-მდე ადამიანი იყო. დღეს 800-მდე იქნება დარჩენილი", - წერს თამარ მეარაყიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ქეთევან ციხელაშვილმა თანამდებობა 11 ივნისს დატოვა. ის ავსტრიაში საქართველოს ელჩად დაინიშნა, ხოლო მისი წინა თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურია.


close დახურვა