logo
ENG



უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: საზღვრების გახსნაზე საქართველოსთან სამუშაო ჯგუფს ვქმნით

06 ივლ 202011:59
3 წუთის საკითხავი
clock 1064

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.

როგორც პიტერ სიიარტომ აღნიშნა, შეხვედრისას მათ საზღვრების გახსნის თემაზე ისაუბრეს. სიიარტოს განმარტებით, საქართველოში ჩამოსვლა ბევრ უნგრელ მოქალაქეს სურს, ამიტომ, ამ პროცესის გასამარტივებლად, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.

 „იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი მიღწევები, ძალიან ფრთხილი ნაბიჯებია გადასადგმელი. ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია. შევეხეთ საზღვრის გახსნის სფეროში არსებულ კითხვებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვესმის, რომ საქართველომ გააგრძელა საერთაშორისო მოძრაობის შეზღუდვის ვადები. ორივე ქვეყანას წარმატებები აქვს მიღწეული, ორივე ქვეყანა ძალიან ფრთხილ ნაბიჯებს დგავს და უნგრეთში ძალიან ბევრი მოქალაქეა, ვისაც საქართველოში ჩამოსვლა სურს.

იმისთვის, რომ მივცეთ საშუალება ორივე ქვეყნის მოქალაქეებს, შევთანხმდით, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც სისტემატიურად და მუდმივად გაცვლის ინფორმაციას მდგომარეობის შესახებ. ჩვენი მეგობრობა გაღრმავდა პანდემიის დროს და ძალიან დიდი რაოდენობის მედიკამენტები შემოდის საქრთველოში. აღმოსავლეთისკენ გახსნის პოლიტიკა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ გვსურს, რომ საქართველოს ინტეგრაცია იყოს ძალიან სწრაფი.“-აცხადებს პიტერ სიირტო.

შეგახსენებთ, რომ საქართველო ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებულ „უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში მოხვდა. გადაწყვეტილების მიუხედავად, გაურკვეველია, როდის აღდგება რეგულარული საერთაშორისო ფრენები საქართველოდან.


close დახურვა