რეისების აღდგენის მოთხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ქართველი ემიგრანტების ოჯახის წევრები და არასამთავრობოები აქციას მართავენ. ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ თანხების გამოყოფას, იმისათვის რომ საზღვარგარეთ დარჩენილმა საქართველოს მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნება შეძლონ. ამ მოთხოვნებით აქციის მონაწილეებმა საგარეო უწყებაში საგანგებო განცხადება შეიტანეს და ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ.
„ვერ ჩამოდიან და არც ის 200 ევრო არ აქვთ. შეიძლება რომ სახელმწიფომ დააფინანსოს, რადგან არის პანდემიის პირობები. ასევე მათ აქვთ ნაყიდი ბილეთები და გაუქმებული, კარგად ვიცით, რომ უცებ ჩაიკეტა საზღვრები. მთავარი მოთხოვნა არის ეს საკითხები და ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით ველოდებით პასუხებს“,-აცხადებენ აქციის მონაწილეები.