მოხვდებიან თუ არა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დამოუკიდებელი დამკვირვებლები. ერთ წლიანი პაუზის შემდეგ კონკურსი გამოცხადდა. ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ, საბჭოს პარლამენტის მიერ არჩეული არამოსამართლე წევრები აკლია. ჯამში ვაკანტურია 5 ადგილი.
32 მსურველს შორის არიან სამოქალაქო სექტორის აქტიური წარმომადგენლები, რომლებიც სასამართლო კლანსა და გადაცდომებს ხშირად ამხელენ. შესაძლოა, ამ კანდიდატების ნომინირება მმართველმა პარტიამ დაბლოკოს. მაგრამ საკუთარი ფავორიტების არჩევასაც ვერ შეძლებს, რადგან მინიმუმ 90 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, ამდენი მანდატი კი ივანიშვილის გუნდს არ აქვს.