logo
ENG



32 წელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან

31 მარ 202308:04
3 წუთის საკითხავი
 
2023/03/31/u1rdg8vfalwosl0.jpg

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმიდან დღეს 32 წელი გავიდა. 1991 წლის 31 მარტს მთელი ქვეყნის მასშტაბით საერთო-სახალხო კენჭისყრა ჩატარდა, რომლის შედეგების საფუძველზეც უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.

რეფერენდუმის კითხვა იყო - "თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?"

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას მხარი მოსახლეობის 98.9%-მა ანუ 3 300 000-ზე მეტმა მოქალაქემ დაუჭირა.

რეფერენდუმი დაინიშნა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს 1991 წლის 28 თებერვლის დადგენილების საფუძველზე. ამ დადგენილებით გაუქმდა საქართველოს რესპუბლიკის ტერიტორიაზე საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს მიერ 1991 წლის 17 მარტს დანიშნული რეფერენდუმი სსრ კავშირის შენარჩუნების საკითხზე.

რეფერენდუმის შედეგად, იმავე წლის 9 აპრილს, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო. იმავე დღეს აშშ-ის სენატმა საგანგებო რეზოლუციით ლეგიტიმურად ცნო 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები.

დღეს ასევე საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადების დღეა. 

 


close დახურვა