logo
ENG



ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებულს 6 წელი მიესაჯა

08 ივლ 202015:15
3 წუთის საკითხავი
clock 2008
r7wdget112c3hy1.jpeg

სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში მოთავსებული პირის გაუპატიურების მცდელობაში ბრალდებული ვ.დ დამნაშავედ ცნო და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გამოძიების თანახმად, 2019 წლის 14 ოქტომბერს, სიღნაღის რაიონში მდებარე ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის დაცვის თანამშრომელმა ვ.დ-მ ძალის გამოყენებით ბენეფიციარის გაუპატიურება სცადა.

სამართალდამცველებმა ვ.დ 2019 წლის 14 ოქტომბერს დააკავეს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 19 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.


close დახურვა