logo
ENG



კასპში რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე დაჭრეს და გაიტაცეს

11 ივლ 202016:52
3 წუთის საკითხავი
clock 2710

კასპის მუნიციპალიტეტში მდებარე სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე ფეხის არეში დაჭრეს და გაიტაცეს.

ამის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაადასტურეს.

ის სოფელ სამთავისის მკვიდრია. უწყების ცნობით, მომხდარის შესახებ, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.

„რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილი ზემოაღნიშნული მძიმე ინციდენტის ფაქტზე, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი და ინფორმირებულ იქნა როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები.

აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახიფათო პრეცედენტს. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ უკანონო დაკავებების საშიში პრაქტიკა ქმნის მძიმე ინციდენტებისა და ვითარების ესკალაციის ნიადაგს. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო აქტივობები არის დესტრუქციული და კრიტიკულად აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს", - ვკითხულობთ უწყების გავრცელებულ განცხადებაში.

 


close დახურვა