შაორის ტბასთან ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მათი ნაწილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟებმა ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
არსებული ინფორმაციით, გზაზე მაზუთი იყო დაღვრილი, რაც სავარაუდოდ, შეჯახების მიზეზი გახდა.
როგორც „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია).