logo
ENG



ექსკლუზივი: თბილისის საქალაქო სასამართლოდან პატიმარი გაიქცა

14 ივლ 202018:58
3 წუთის საკითხავი
clock 2790

19 წლის პატიმარი პოლიციელებს თბილისის საქალაქოს სასამართლოს ეზოდან გაექცათ. „ფორმულას“ ინფრომაციით, შემთხვევა 10 ივლისს დღის მეორე ნახევარში მოხდა.  ზაალ ძაგანაშვილი სამმართალდამცველებმა გასულ კვირას ავჭალაში, ქურდობის ბრალდებით დააკავეს. საქალაქო სასამართლოში აღმკვეთის განჩინებას ელოდნენ,როდესაც „ფორმულას“ ინფორმაციით, სამმა პოლიციელმა სიგარეტის მოწევა გადაწყვიტა და პატიმარი მაქნანაში მარტო დატოვა . მან გაქცევა შეძლო და დღემდე ძებნაშია.

მომხდარს ზაალ ძაგანაშვილის ოჯახის წევრები ადასტურებენ. ისინი კამერების წინ საუბარს ერიდებიან, თუმცა ამბობენ, რომ ბიჭის ძებნას საკუთარი ძალებითაც ცდილობენ. ნათესავებს  კითხვის ნიშნები სამართალდამცველებთან აქვთ. 

„წარმოდგენა არ მაქვს, ეგეთი რამ არ ყოფილა. ვფიქრობ, თითონ ხომ არ გაუშვეს. აბა, რანაირად უნდა გაიქცე? დღე და ღამე იმას ვფიქრობ როგორ უნდა გაიქცე. ბავშვი დაიკარგა, ვერ ვპოულობთ“, - აცხადებს გაუჩინარებულის ოჯახის წევრი.

პატიმრის გაქცევას საქალაქო სასამართლოში უარყოფს და აცხადებენ, რომ სასამართლოს უფლებამოსილების ფარგლებში მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. საპირისპიროზე საუბრობენ სასამართლოს თანამშრომლები. მანდატურები ადასტურებენ, რომ პატიმრის გაქცევის ფაქტზე ინფორმაცია აქვთ. 

პატიმრის გაქცევასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უწყებაში ამ თემაზე ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებიათ. პატიმრის მეთვალყურეობა გლდანი ნაძალადევის რაიონის, ავჭალის პოლიციის თანამშრომლებს ევალებოდათ. ოფიციალურ განმარტებას არც ამ განყოფილებაში აკეთებენ. 

საქალაქო სასამართლოს ეზოდან პატიმრის გაქცევის შემდეგ საქმე ამავე რაიონის განყოფილებაშიც უნდა აღძრულიყო, თუმცა მომხდარი სოფელ დიღმის განყოფილებაშიც უარყვეს. 

„ფორმულა“  პენიტენციურ სამსახურსაც დაუკავშირდა, თუმცა პატიმრის გაქცევის ფაქტი ამ უწყებაშიც უარყვეს.

„ფორმულას“ ინფორმაციით პატიმრის გაქცევის ფაქტთთან დაკავშირებით, მსჯავრდებულის სამძებრო სამუშაოები და სხვა საგამოძიებო მოქმედებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

გარდა ამისა, „ფორმულას“ ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სამსახურეობრივი გულგრილობის ფაქტზე სამ სამართალდამცველს ბრალს წაუყენებენ.


close დახურვა