Edison Research-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებით, პასუხები კითხვაზე, თუ ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები დღეს რომ ჩატარდეს, პასუხები შემდეგნაირად ნაწილდება:
ქართული ოცნება - 39%
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 16%
ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატები - 5%
მოსახლეობის 20% ამბობს, რომ არ გადაუწყვეტია, ვის მისცემს ხმას.
ლეიბორისტული პარტია - 3%
ლელო - 3%
ახალი საქართველოსთვის (გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი) - 3%
პატრიოტთა ალიანსი - 3%
გირჩი - 2%
მოქალაქეები (ალეკო ელისაშვილი) - 2%
დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო (ნინო ბურჯანაძე) - 1%
გამარჯვებული საქართველო (ირაკლი ოქრუაშვილი) - 1%
სამართლიანობისთვის (ეკა ბესელია) - 1%
თავისუფალი საქართველო (კახა კუკავა) - 1%
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა ტელეკომპანია "ფორმულას" დაკვეთით ავტორიტეტულმა კვლევითმა კომპანიამ Edison Research ჩაატარა.
კვლევა 23 ივნისი - 13 ივლისის პერიოდში, პირისპირ გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. კვლევის ფარგლებში ქვეყნის მასშტაბით (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა) შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 18 წლისა და მეტი ასაკის 2000 ადამიანი. შედეგების ცდომილება + - 2.1%-ია.