logo
ENG



სავარაუდოდ დაკავებული 17 პირიდან, მკვლელობისთვის ბრალს მხოლოდ სამს წარუდგენენ - შაქარაშვილის საქმე

18 ივლ 202021:01
3 წუთის საკითხავი
 

19 ტომისგან შემდგარი საქმის მე-4 ტომში დევს ერთი ძალიან საინტერესო ჩვენება, რომელიც შესაძლოა შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება გახდეს, რის მიხედვითაც 3 პირს, კერძოდ არჩილ გაგნიძეს, ვახო ჩიქოვანს და ასევე ჩიქოვანს მოყოლილ ერთ არასრულწლოვანს ბრალს წარუდგენენ. ჩვენების მიხედვით ტოიოტა ქამრის ერთ-ერთი მგზავრი ამბობს, რომ გიორგი შაქარაშვილს არაგვის პირამდე სწორედ ამ სამმა ადამიანმა სდია.

„შაბათის ფორმულამ“ 2 კვირის წინ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სასტიკი ცემის დროს გიორგი შაქარაშვილმა გონება დაკარგა და მდევრებმა ის მდინარეში ამის შემდეგ გადააგდეს. უახლოეს დღეებში გამოძიება განზრახ მკვლელობის გარემოებებზე თავად ისაუბრებს, სავარაუდოდ დაკავებული 17 პირიდან მკვლელობისთვის ბრალს მხოლოდ სამს წარუდგენენ.

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს მდინარე არაგვში.

შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, თუმცა, შსს-ს ინფორმაციით, შესაძლოა, ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.ექსპერტიზის პასუხების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ შაქარაშვილის გარდაცვალება გამოიწვია ასფიქსიამ წყალში დახრჩობით - მას დაზიანებები სხეულზე სიცოცხლეში მიაყენეს.

დეტალები ნახეთ „შაბათის ფორმულას“ გამოშვებაში.  


close დახურვა