logo
ENG



ამბები, რომლებიც 19 ივლისს არ უნდა გამოტოვო

19 ივლ 202010:34
3 წუთის საკითხავი
 
bl85ccdoebpgd3e.jpg

ფორმულას საინფორმაციო გამოშვებების ციფრული და სოციალური მედიის გუნდი გთავაზობთ 19 ივლისის მნიშვნელოვან მოვლენებს

 

ინტერვიუ ანა გაბეჩავასთან


ანა გაბეჩავა, რომლის დაბადების დღე ტრაგედიად იქცა, 18 ივნისის ღამით ნარეკვავში მომხდარის შემდეგ, საჯაროდ  პირველად საუბრობს.

გოგონა, რომელმაც დაბადების დღის გადახდა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ დაგეგმა ამბობს, რომ აგარაკი ნარეკვავში იმიტომ იქირავეს, რომ იქ მისმა კლასმა ბოლო ზარი აღნიშნა. დაბადების დღეზე გაბეჩავამ კლასელები და მეგობრები დაპატიჟა. 

„დაპატიჟებული იყო, თუმცა შაქარაშვილთან ახლო ურთიერთობა არ მქონია, არ ვიცნობდი კარგად, სამი-ოთხჯერ მყავდა ნანახი. არც მიმოწერა მქონია არასდროს. სიას რომ ვადგენდით ერთ-ერთმა ჩემა დაქალმა მითხრა - "მოდი დავპატიჟოთ გიორგი შაქარაშვილი და გური ამირხანაშვილიო", არანაირი პრობლემა არ მქონია, სულ უცნობი ადამიანი არ ყოფილა ჩემთვის",- განაცხადა ანა გაბეჩავამ.

ნახეთ ინტერვიუ ვრცლად:

 

ქუთაისში, საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს


ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე, საცხოვრებელ ბინაში ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებმა ხმაური გაიგეს და ამიტომ პოლიცია გამოიძახეს. ასევე მეზობლების თქმით, ქალს ყელის არეში ჭრილობა სავარაუდოდ ცივი იარაღით მიაყენეს.

ინფორმაცია „ფორმულას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

რომან დოლიძემ UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა

 

ქართველმა სპორტსმენმა რომან დოლიძემ UFC-ში პირველი გამარჯვება მოიპოვა და  და მეტოქე ხადის იბრაგიმოვი პირველივე რაუნდში დაამარცხა.

„ძალიან ბედნიერი ვარ. კარგი მოწინააღმდეგე მყავდა, მაგრამ არ მომწონს, როცა ვიღაც ისე მიყურებს, როგორც ის მიყურებდა გუშინ. ბრძოლის გარდა არაფერი მინდა, მზად ვარ, რომ ისევ დაბრუნდე აქ ხვალ და ჩემს ინგლისურსაც გამოვასწორებ!” - ამბობს ქართველი სპორტსმენი.

 

ისრაელში აქცია წყლის ჭავლით დაშალეს


შაბათს ისრაელის პოლიციამ წყლის ჭავლით პრემიერ-მინისტრ ბენჯამინ ნეთანიაჰუს რეზიდენციის გარშემო შეკრებილი დემონსტრანტების დაშალა. დემონსტრანტებმა აქცია პრემიერმინისტრის სავარაუდო კორუფციისა და კოროვირუსის კრიზისის მოგვარებისთვის გამართეს.

ისრაელის მოქალაქეები ქუჩაში დაკარგული სამსახურებისა და COVID-19-ის  შემთხვევების მკვეთრი მატებების გამო გამოვიდნენ. ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში სდებენ ბრალს.

იერუსალიმში ასობით ადამიანი შეიკრიბა პრემიერ-მინისტრის რეზიდენციის წინ და პრემიერმინისტრის გადაყენება მოითხოვა. პოლიციამ კი შეკრებილი ხალხი წყლის ჭავლებით დაშალა. ადგილზე სულ მცირე ორი ადამიანი დააკავეს.


პრინცესა ბეატრისმა გასაიდუმლოებული ქორწილის ფოტოები გაასაჯაროვა


ბუკინგემმა პრინცესა ბეატრისის ქორწილიდან ფოტოები გაასაჯაროვა. პრინცესა პარასკევს დაქორწინდა უძრავი ქონების დეველოპერზე, მილიონერ ედოარდო მაპელი მოზიზე უინძორის სასახლეში. ქორწილს დედოფალი ელიზაბეტ II-ც დაესწრო.

პრინცესა ბეატრისი იორკის ჰერცოგი ენდრიუს ქალიშვილი და დედოფალი ელიზაბეტის შვილიშვილია. ის ბრიტანეთის ტახტის მემკვიდრეთა სიაში მეცხრეა. ბეატრისი და მაპელი მოზი გასული წლის სექტემბრიდან არიან დანიშნულები, თუმცა კოროვირუსის პანდემიის გამო მათი ქორწილი გადაიდო.


COVID-19 საქართველოსა და მსოფლიოში


1028 დადასტურებული შემთხვევა, მათგან 899 გამოჯანმრთელებული და 15 გარდაცვლილი - ასეთია საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ბოლო მაჩვენებელი. სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 228 პაციენტი რჩება, კარანტინში კი 5627 პირი.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 14.4 მილიონს აღემატება. მათგან, ვირუსი 8.6 მილიონზე მეტმა პაციენტმა უკვე დაამარცხა. დაღუპულთა საერთო რაოდენობა 604 ათასს აჭარბებს. ამ დროისთვის 60 ათასამდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.



close დახურვა