ახმეტაში ოლიმპიური ჩემპიონი და პარლამენტში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ზვიადაური დაჭრეს. ინფორმაციას „იმედინიუსი“ ავრცელებს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, როგორც ზვიადაურის ახლობლები აცხადებენ, შელაპარაკება სუფრაზე ნასვამ პირებს შორის მოხდა, რაც დაჭრით დასრულდა.
სპორტსმენი ახმეტის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
როგორც „ფორმულას“ შსს-ში განუცხადეს, ინფორმაცია მედიისგან გაიგეს და დეტალებს ამ წუთებში აზუსტებენ.