logo
ENG



ხოშტარია: პრინციპი იმის რომ ამ ქვეყანაში დავამკვიდროთ პერსონალური პატივისცემა მნიშვნელოვანია

21 ივლ 202018:56
3 წუთის საკითხავი
 
gfqf7ymu7as5407.jpg

„პრინციპი იმისა, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში უნდა დავამკვიდროთ პერსონალური პატივისცემა უკიდურესი განსხვავებების მიუხედავად მნიშვნელოვანია“,-აღნიშნული განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, ელენე ხოშტარიამ გადაცემაში „კომენტარი“ გააკეთა.

ხოშტარიამ გადაცემაში წინასაარჩევნო კამპანიაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ეჭვი და საფუძველი იმისა, რომ მმართველი გუნდი საარჩევნოდ სიძულვილის ენასა და ძალადობას გამოიყენებს არსებობს, თუმცა მისი თქმით ის არ აპირებს იმ წესებით ცხოვრებას, რომელსაც მთავრობა კარნახობს.

„რა თქმა უნდა, საფუძველი იმ ეჭვის, რომ იქნება სიძულვილის დაგროვება, იქნება ძალადობა და ა.შ. ამის მოლოდინი არის, მაგრამ მე არ ვაპირებ ვიცხოვრო იმ წესებით, რომელსაც მკარნახობს თუნდაც დღეს არსებული სისტემა და მთავრობა.

პრინციპი იმისა, რომ ჩვენ ამ ქვეყანაში უნდა დავამკვიდროთ პერსონალური პატივისცემა უკიდურესი განსხვავებების მიუხედავად მნიშვნელოვანია. უბრალოდ ამ შემთხვევაში ნოდარ ტურძელაძე არ არის ის, რასთანაც მე ბრძოლაში ვაპირებ ვიყო და რასაც ვებრძვი აქამდეც. მთელი წლის განმავლობაში, მთელი საზოგადოება, აქტივისტები, მოქალაქეები შეეჯახნენ ამ სისტემას, ეს უკვე პოლიტიკურ ჩარჩოებსაც გასცდა.

ამ სისტემასთან ბრძოლას მე ვაპირებ დიდი პრინციპულობით და შემართებით, მაგრამ ამასთანავე მნიშვნელოვანია რომ ეს არ გადაიზარდოს პერსონალურ სიძულვილში და მე ვეცდები, რომ ეს ასე იყოს“,-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, ვაკის საარჩევნო ოლქში ოპოზიციის კანდიდატი, ელენე ხოშტარია Facebook გვერდზე ამავე ოლქში მმართველი გუნდის კანდიდატის, ნოდარ ტურძელაძის წარდგენას გამოეხმაურა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, მისი კონკურენტი არა ნოდარ ტურძელაძე, არამედ სისტემაა.

Edison Research-ის კვლევით, ხოშტარიას ხმას 46% აძლევს, მმართველი გუნდის კანდიდატს - 31%.


close დახურვა