პირველადი დათვალიერებით, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს სხეულზე ძალადობის კვალი არ აღენიშნება. ამის შესახებ განცხადება შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ გააკეთა.
"ძალადობის კვალი არ აღენიშნება ნიშნავს იმას, რომ პირველადი დათვალიერებისას მას მექანიკური დაზიანებები, იგულისხმება ცეცხლსასროლი თუ ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები, პირველ ეტაპზე რაც შეიძლება ითქვას, მას ძალადობის კვალი ვიზუალურად არ აღენიშნება, თუმცა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის კვლევის მთავარი მიზანი არის ის, რომ დეტალურად იქნას შესწავლილი შინაგანი ორგანოები და მედიკამენტებისა და ნივთიერებების მოხვედრის როლი მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით", - განაცხადა ჭელიძემ.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5 დღიანი სამძებრო სამუშაობის შემდეგ, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში, გარდაცვლილი იპოვეს.