ევროპული საქართველოს გენმდივანი გიგი უგულავა ეხმაურება ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილებას, დააყენოს საკუთარი კანდიდატები რეგიონების 22-ივე ოლქში და მოუწოდებს სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რაც შეიძლება სწრაფად დაასრულონ კონსულტაციები და საერთო კანდიდატებზე შეჯერდნენ, რომლებიც ასევე კონკურენციაში შევლენ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებთან.
"ჩვენ ხანგრძლივი კონსულტაციები გვქონდა ნაციონალურ მოძრაობასთან, საზოგადოებისთვის ცნობილია და გაცხადებულია მათი პირველადი პოზიცია, რომ ისინი თბილისს გარეთ 22-ვე ოლქში დააყენებენ მაჟორირატობის კანდიდატებს. მათი ეს გადაწყვეტილება, მიუხედავად ბევრი არგუმენტებისა, უცვლელი დარჩა. ეს მათი უფლება და ნებაა, ამით ჩვენ არ უნდა შევქმნათ რაიმე ტრაგედია და მინდა, მოვუწოდო და ვთხოვო ჩვენს კოლეგებს სხვა პარტიებიდან, უახლოეს დღეებში გავაგრძელოთ და დავასრულოთ კონსტულაციები და შევჯერდეთ საერთო მაჟორიტარებზე, რომლებიც იასპარეზებენ საქართველოს რეგიონებში", - განაცხადა უგულავამ.
მისი თქმით, თუ ნაციონალური მოძრაობა პოზიციას შეიცვლის, კვლავ გაგრძელდება მოლაპარაკებები მათი მონაწილეობით. რაც შეეხება თბილისს, მისივე განმარტებით, მაჟორიტარებზე შეთანხმება ძალაში რჩება.