ბერძნულმა არხმა "ANT1 TV"-მა ეთერში გაშვებიდან ერთი დღით ადრე თურქული სერიალი პროგრამიდან ამოიღო. სერიალი არხზე აღარ გავა.
არხის ხელმძღვანელობის თქმით, თურქული სერიალის პროგრამიდან ამოღების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების შესახებ გადაწვყეტილებას მოაწერა ხელი.
საერთაშორისო გაერთიანებებისა და მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვართა უკმაყოფილების მიუხედავად, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ძეგლის მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა ერდოღანმა 10 ივლისს მოაწერა.