logo
ENG



ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა საქართველოს პრეზიდენტს გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებს

30 ივლ 202013:14
3 წუთის საკითხავი
 
7q85k0a6wqz126q.jpg

 

ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს მთავარი არხის მეწილის გიორგი რურუას შეწყალებისკენ მოუწოდებს. 

მისი განცხადებით, საქართველოს ბევრი მეგობარი გიორგი რურუას პატიმრობას პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აღიქვამს.

„საქართველოს ბევრი მეგობარი პოლიტიკურ გადაწყვეტილებად აღიქვამს მედიის მფლობელი გიორგი რურუას ჯერ დაკავებას, ახლა კი მისთვის პატიმრობის მისჯას. მოვუწოდებ საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მისი უფლებამოსილება, როგორც ეს გააკეთა იმ დანარჩენ პირებთან მიმართებაში, რომლებიც იყვნენ 8 მარტის შეთანხმების ნაწილი. ეს წინასაარჩევნო კლიმატს გააუმჯობესებდა“ - წერს ანა ფოტიგა Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" მეწილე გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.


close დახურვა