logo
ENG



"არსენალმა" ინგლისის თასი მოიგო

02 აგვ 202012:12
3 წუთის საკითხავი
 

ლონდონში, „უემბლის“ სტადიონზე ინგლისის თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც „არსენალმა“ თანაქალაქელი „ჩელსი“ 2:1 დაამარცხა.

მეხუთე წუთზე ანგარიში „ჩელსის“ ამერიკელმა შემტევმა, კრისტიან პულიშიჩმა გახსნა. „არსენალის“ ფორვარდმა, პიერ-ემერიკ ობამეიანგმა 28-ე წუთზე პენალტით ანგარიში გაათანაბრა, 67-ე წუთზე კი დუბლი შეასრულა და შეხვედრის ბედი გადაწყვიტა.

ამ მოგებით „არსენალმა“ ევროპის ლიგის საგზური მოიპოვა.


close დახურვა