logo
ENG



აია სოფიაში რამდენიმე ავღანელმა თალიბანის დროშა გაშალა შეძახილით - "ალაჰი დიდია" [VIDEO]

04 აგვ 202014:04
3 წუთის საკითხავი
clock 1018
knx6qx87k5fwa4a.jpg

მეჩეთად ქცეულ აია სოფიაში ამჯერად თალიბანის დროშა გაშალეს.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოდან ჩანს, რომ რამდენიმე მამაკაცი, რომელთაგანაც ზოგიერთს ტრადიციულო ავღანური სამოსი მოსავს, აია სოფიაში თალიბანის დროშას შლის - შეძახილებით "ალაჰი დიდია". მათ ისლამისტი ექსტრემისტების მსგავსად საჩვენებელი თითი აქვთ აღმართული.

ვიდეო სოციალურ ქსელში ლონდონში მცხოვრებმა კონტრტერორიზმისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის მკვლევარმა ნურ დარიმ გაავრცელა. 

ვიდეოსთვის თანდართულ ტექსტში ნური წერს, რომ "აია სოფიაში თალიბანის დროშა თალიბანის მომხრე აქტივისტებმა გაშალეს. მალე, შესაძლოა, ისლამური სახელმწიფოს მომხრეთა დროშებიც ვიხილოთ". 

საერთაშორისო გაერთიანებებისა და მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღვართა უკმაყოფილების მიუხედავად, იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანილი ძეგლის მეჩეთად გადაკეთების განკარგულებას ხელი პრეზიდენტმა ერდოღანმა 10 ივლისს მოაწერა.

 

 


close დახურვა