logo
ENG



განათლების მინისტრი: სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში დაიწყება

05 აგვ 202011:30
3 წუთის საკითხავი
 

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, სკოლებში სწავლა 15 სექტემბერს, ჩვეულ რეჟიმში განახლდება.

მისივე ინფორმაციით, უნივერსიტეტებში სწავლაც შეუფერხებლად დაიწყება.

"დღევანდელი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში დაიწყება 15 სექტემბერს ჩვეულ რეჟიმში, ასევე უნივერსიტეტებში, აუდიტორიებში", - განაცხადა მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, ყველა სცენარისთვის არიან მზად.


close დახურვა