logo
ENG



აგვისტოს ომში დაღუპული გმირის ოჯახი, გორში რომელიმე ქუჩისთვის მისი სახელის მინიჭებას ითხოვს

08 აგვ 202020:12
3 წუთის საკითხავი
 

2008 წლის ომის დროს, გურამ და თინა მეხატურიშვილების სამივე შვილი შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.

საომარი მოქმედებების დროს, იოსებ მეხატურიშვილის ორივე ძმა ცხინვალის მისადგომებთან, წინა ხაზზე იბრძოდნენ, სოსო კი ამ დროს, გორში, სამხედრო ნაწილში იყო, უმცროსს ძმას ომის დღებში ძმებთან ცხინვალში წასვლა და წინა ხაზზე ბრძოლა უნდოდა, თუმცა ისევ სამხედრო ნაწილში აბრუნებდნენ.  

12 წელია რაც გურამ და თინა მეხატურიშვილებს სახლიდან სასაფლაომდე გზის გავლა ყოვედღე უწევთ. 21 წლის იოსებ მეხატურიშვილი, გორის სატანკო ბაზის დაბომბვის დროს გარდაიცვალა.

21 წლის იოსებ მეხატურიშვილი, გორის სატანკო ბაზის დაბომბვას შეეწირა. მის მშობლებს დღეს მხოლოდ ერთი სურვილი აქვთ - ქალაქში, მათი შვილის სახელობის ქუჩა მაინც დარჩეს. 

ომში დაღუპული გმირის მშობლებს ხელისუფლებასთან მხოლოდ ერთი თხოვნა აქვთ, რომ მათი შვილის, იოსებ მეხატურიშვილის სახელი, გორში რომელიმე ქუჩას მიენიჭოს.

რუსეთ-საქართველოს 5-დღიანი ომის დროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. მცოცავი ოკუპაცია დღემდე გრძელდება, 20 ათასზე მეტი ადამიანი კი დევნილობაში ცხოვრობს.

 


close დახურვა