logo
ENG



დაპირისპირება ახალქალაქში - არის მსხვერპლი [ვიდეო]

08 აგვ 202021:18
3 წუთის საკითხავი
clock 1549

ახალქალაქის ცენტრალური პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

გამოცემა jnews-ის ინფორმაციით, შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

Jnews-ის ცნობით, ახალგაზრდების ჯგუფი სასტუმროს მინებს ამსხვრევდა, რის შემდეგაც შენობაში ცეცხლი გაჩნდა.

სამხრეთის კარიბჭის ინფორმაციით, გარდაცვლილია 27 წლის ბიჭი. მას ჭრილობები ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. 

ადგილზე პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული.

ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, თუმცა უწყებაში დეტალებზე არ საუბრობენ.

როგორც ფორმულას უწყებაში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა) და 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) მიმდინარეობს. 

 


close დახურვა