ბელარუსში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მოსახლეობა გარეთ გამოვიდა. მომიტინგეები ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგებს აპროტესტებენ.
დედაქალაქ მინსკის ქუჩებში ათასობით ადამიანია გამოსული. მოქალაქეებსა და სამათალდამცველებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.
ამასთან, საღამოს ქვეყანაში მსხვილი მედიასაშუალებების ვებგვერდებმა შეწყვიტა მუშაობა.
შეგახსენებთ, ოფიციალური ეგზიტპოლების თანახმად, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს. მან ამომრჩეველთა ხმების თითქმის 80% დააგროვა.