logo
ENG



ბელარუსის ქალაქ კობრინში სპეცრაზმმა ხელკეტები და ფარები დაუშვა [ვიდეო]

10 აგვ 202003:37
3 წუთის საკითხავი
 
hmk1uba9gvvt2wg.jpg

ბელარუსის ქალაქ კობრინში, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრებმა ხელკეტები და ფარები დაუშვეს. ფაქტის ამსახველი კადრები Facebook-ში გავრცელდა.

აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მხრიდან ამ ჟესტს აპლოდისმენტებით შეხვდნენ.

შეგახსენებთ, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადებას, რომლის მიხედვითაც არჩევნებში ალექსანდრ ლუკაშენკო ლიდერობს, მასობრივი პროტესტი და არეულობა მოჰყვა. ყველაზე მძიმე ვითარება მინსკშია. იქ მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, პოლიციამ 200-მდე მომიტინგე დააკავა. არიან დაშავებულებიც.


close დახურვა