logo
ENG



მდინარაძე IRI-ს კვლევაზე: მისი ქვეკონტრაქტორები ყალბ მონაცემებს დებენ

12 აგვ 202020:41
3 წუთის საკითხავი
 
ah57r75v7q3l3p8.png

მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე IRI-ს კვლევებთან დაკავშირებით ამბობს, რომ მისი ქვეკონტრაქტორები ყალბ მონაცემებს დებენ.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მსგავს კვლევებთან დაკავშირებით უკვე ტრადიციად იქცა, რომ უცნობია, ვინ ატარებს საველე სამუშაოებს. 

"თუ საველე სამუშაოების ჩამტარებელი ქართული ორგანიზაცია ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას, როგორიცაა IRI, მიაწოდებს ყალბ და არასწორ მონაცემებს, ამ შემთხვევაში კვლევის შედეგები, განსაკუთებით მისი პოლიტიკური ნაწილი, არასწორი იქნება", - თქვა მდინარაძემ.

მისი თქმით, სხვა ნაწილთან დაკავშირებით მოსახლეობის რეალური განწყობები, შესაძლოა, მეტ-ნაკლებად სწორი იყოს, მაგრამ პოლიტიკურ ნაწილთან დაკავშირებით არასწორი მონაცემები იდება. 

"იღებთ არასწორ მონაცემებს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კვლევითი ორგანიზაციები, რომლებიც არიან IRI-ის კონტრაქტორები თუ ქვეკონტრაქტორები, რომლის ვინაობაც არ ვიცით,  ყალბ მონაცემებს დებენ და ეს ყალბი მონაცემები რეალობას და ქვეყანაში არსებულ მოსახლეობის განწყობას, როგორც წესი და როგორც ბოლო დროს ხდება ხოლმე, არ ემთხვევა. ამიტომ, პირველ რიგში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ვინ ჩაატარა საველე სამუშაოები - თუ ეს არის მაგალითად IPM,  რომელიც გულშემატკივრობს მაგალითად ევროპულ საქართველოს, მაშინ გასაგები იქნება ყველაფერი, რატომაც არის მსგავსი მონაცემები", - აღნიშნა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, ამ კვლევაშიც კი ტენდენცია ჩანს, რომ მმართველი გუნდის მიმართ მხარდაჭერა გაზრდილია. 

ცნობისთვის, დღეს IRI-მ ახალი კვლევის შედეგები წარადგინა. ერთ-ერთი თემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებია. კვლევის მიხედვით, კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს გამოკითხულთა 33% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, ოპოზიციას ჯამში 37%. 


close დახურვა