logo
ENG



ვაშაძე: პრემიერმინისტრობას ვაპირებ იმიტომ, რომ ქვეყანაში მშიერი ადამიანი არ იყოს

13 აგვ 202021:56
3 წუთის საკითხავი
 
1mlkt7174blsd4y.jpg

ახალი პოლიტიკური პლატფორმის სტრატეგია აღმაშენებლის დამფუძნებელმა გიორგი ვაშაძემ გადაცემაში "გიორგი თარგამაძის ფორმულა" კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მას ქვეყნის პრემიერმინისტრობა სურს.

ვაშაძის თქმით, მისი მიზანია ქვეყანაში აღარც ერთი მშიერი ადამიანი არ იყოს.

"დიახ, პრემიერმინისტრობას ვაპირებ და ვაპირებ იმიტომ, რომ ქვეყანაში აღარც ერთი მშიერი ადამიანი იყოს და ნაგავსაყრელზე არ უწევდეს არავის საჭმლის ძიება. ეს არის ჩემი მიზანი და ამისთვის მჭირდება, რომ თუნდაც, გავხდე პრემიერმინისტრი. მინდა ვაჩვენო ხალხს, რომ საქართველოს აქვს საოცარი პერსპექტივა და ჩვენ ყველას შეგვიძლია აღმაშენებლობა დავიწყოთ ქვეყანაში", - განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე საპარლამენტო არჩევნებში ისნის რაიონში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იქნება.


close დახურვა