ანას ბაღის დამცველებს, სამართალდამცავები საგამოძიებო უწყებაში სათითაოდ იბარებენ. ერთ-ერთ აქტივისტს, უწყება სწორედ იმ დროს მიუტანეს, როცა ფორმულას გადამღები ჯგუფი მათი პრობლემის გასაშუქებლად ადგილზე იმყოფებოდა.
აქტივისტები ამბობენ, რომ სახელმწიფო მათზე ზეწოლას ცდილობს და მათი დაბარებაც, იმ სასამართლო პროცესს უკავშირდება, რომელსაც ვარკეთილის მოსახლეობა, სკვერში მშენებლობის წინააღმდეგ აწარმოებს. ანას ბაღის მცველები დანებებას არ აპირებენ და პროცესის ევროპულ სასამართლოში გაგრძელებას გეგმავენ.
საქმე მრავალსართულიანი კორპუსის სამშენებლო მასალების ქურდობის საქმეზეა აღძრული, რისი დამადასტურებელი ვიდეო სოციალურ ქსელში იძებნება.