logo
ENG



ქვემო ფონიჭალაში ავარია მოხდა - გარდაცვლილია რამდენიმე ადამიანი

16 აგვ 202000:40
3 წუთის საკითხავი
 
bc6n2srd2ina5ty.png

ავტოსაგზაო შემთხვევას ქვემო ფონიჭალაში, რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ჯერჯერობით ცნობილი არ არის რა გახდა ავარიის მიზეზი. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

"ინფო რუსთავის" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ ქუჩაზე ქორწილისთვის შეკრებილ 7 ადამიანს ავტომობილი დაეჯახა. მათგან ორი გარდაიცვალა, ხუთი კი მძიმედ დაშავდა. ​დაშავებულებსა და გარდაცვლილებს შორის არიან მცირეწლოვნებიც.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.


close დახურვა