logo
ENG



მტკვარში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

17 აგვ 202016:11
3 წუთის საკითხავი
 
ph9gzhnfdd5m1xu.jpg

ფორმულას ინფორმაციით, მაშველებმა მტკვრიდან კიდევ ერთი ცხედარი ამოასვენეს. გარდაცვლილი ჯერჯერობით იდენტიფიცირებული არ არის. ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ცოტა ხნის წინ მაშველებმა მტკვარში Bauhaus Bar-დან დაკარგული ქალის ცხედარი იპოვეს.

შსს-ს განცხადებით, ბარის ორი თანამშრომლის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია 15 აგვისტოს დაახლოებით 21 საათზე შეიტყვეს. გიორგი შალამბერიძე და ბაია ბერუაშვილი 15 აგვისტოს ღამის 5 საათზე გავიდნენ ბარიდან და მას შემდეგ გაუჩინარდნენ. 

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.


close დახურვა