სითი მოლი აფეთქებას გადაურჩა - განცხადებას "თბილისი ენერჯი" ავრცელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, რომ ქავთარაძის 1 ნომერში მდებარე სავაჭრო ცენტრში ძლიერი გაზის სუნი იდგა.
ადგილზე მისულმა "თბილისი ენერჯის" ჯგუფებმა, ლაზერული აპარატით შემოწმებისას გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირეს. “თბილისი ენერჯის” სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით ობიექტს გაზმომარაგება შეუწყვიტეს.
შენობის საფუძვლიანად დათვალიერებისა და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრ "სითი მოლის" შენობაში მდებარე, ერთ-ერთ სამზარეულოში, ღია მდგომარეობაში დატოვებული იყო გაზქურის 8 სანთურა.