საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა.
სულ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1351-ს შეადგენს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ისევ 1098-ია.
დღეის მდგომარეობით, კორონავირუსის შედეგად საქართველოში 17 პაციენტია გარდაცვლილი.