
უზენაესი სასამართლოს მოსამართლე მზია თოდუამ ქართულ ოცნებას, ჯამში, 34 000 ლარი შესწირა. ამის შესახებ ინფორმაციას "ფლანგვის დეტექტორი" ავრცელებს.
მოსამართლე მზია თოდუა 2006-2015 წლებში "ბანკ ქართუში" იურიდიული დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა.
2018 წლიდან 2020 წლის 17 მარტამდე კი თოდუა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყო.