logo
ENG



ამბროლაურში ახალგაზრდა კაცის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი

22 აგვ 202017:06
3 წუთის საკითხავი
clock 4764

ამბროლაურში ახალგაზრდა კაცის მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ფორმულას ინფორმაციით, მოკლულია 29 წლის ვლასი აბუთიძე. 

როგორც ამბროლაურის მერმა, ზვიად მხეიძემ ფორმულასთან საუბარში განაცხადა, აბუთიძე ამბროლაურში კოტეჯს ფლობდა. მერის თქმით, მას კონფლიქტი იმერეთიდან ჩამოსულ დაქირავებულ მუშებთან მოუვიდა.

მხეიძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით პოლიციამ ორი პირი დააკავა. 

"გავიგე რომ რაღაც შელაპარაკება მოხდა. ის იყო კოტეჯის მფლობელი. დაკავებულები არიან. ვიღაც იმერლები არიან, ადგილობრივები არ არიან. მუშები არიან მგონი, კერძო სამუშაოებს ასრულებდნენ სოფელში. 2 პიროვნება იყო და ორივე დაკავებულია", - ამბობს ამბროლაურის მერი. 

ფორმულა ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა უწყება დაკავების ფაქტს არ ადასტურებს. 

შეგახსენებთ, რომ მკვლელობა ამბროლაურში დღეს მოხდა. შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. 


close დახურვა