logo
ENG



გახარია: 1 ოქტომბრიდან საბავშვო ბაღებს ვხსნით

26 აგვ 202011:38
3 წუთის საკითხავი
 
78mavxlfnbsauyq.jpg

საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რომ 1-ლი ოქტომბრიდან საბავშვო ბაღები იხსნება.

"კოვიდ-19-თან ბრძოლაში ვინარჩუნებთ თანმიმდევრულ მიდგომას და ეტაპობრივად ვხსნით: საბავშვო ბაღებს და თეატრებს 1-ლი ოქტომბრიდან, სკოლებს და კინოთეატრებს 15 სექტემბრიდან, დაბა მესტიას და ლენჯერს 2 სექტემბრიდან", - წერს გახარია.

ცნობისთვის, საბავშვო ბაღებში, გართულებული ეპიდსიტუაციის გამო, არდადაგები 2 მარტს დაიწყო. ამ დრომდე უცნობი იყო როდის განაახლებდნენ ბაღები მუშაობას.


close დახურვა