11 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმეზე დააკვებულ მამას, ფრიდონ აბჟანდაძეს პატიმრობა შეეფარდა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე კაცმა წარდგენილი ბრალი უარყო და თქვა, რომ შვილთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა.
ცნობისთვის, პროკურატურამ თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის საქმეზე მამამისს ბრალი თვითმკვლელობამდე მიყვანისა და ოჯახში ძალადობის მუხლებით წარუდგინა.