logo
ENG



სააკაშვილი: მე ვბრუნდები!

27 აგვ 202011:25
3 წუთის საკითხავი
 

"ახლა წლების გადმოსახედიდან ვიცი, თუ უკეთესად როგორ უნდა ვემსახურო ჩვენს ქვეყანას, როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომები... და შეცდომები, რა თქმა უნდა, იყო და იყო ძალიან მძიმე შეცდომებიც, მაგრამ ღმერთია მოწამე, ყველაფერი საუკეთესო მინდოდა ჩემი ხალხისთვის", - ამბობს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე გავრცელებულ ვიდეორგოლში.

სააკაშვილის თქმით, მის მუშაობას პრეზიდენტის თანამდებობაზე ფუჭად არ ჩაუვლია. ის ბოდიშს იხდის იმ "შეცდომების" გამო, რაც დაუშვა და რაც "ბოლომდე ვერ გააკეთა":

"მინდოდა, რომ ჩემს ხალხს ეცხოვრა უკეთესად, ბევრად უფრო მდიდრულად და მაინც ამ წლების გადმოსახედიდან ამ შეცდომების გამო, რომელიც დავუშვი იმის გამო, რაც ბოლომდე ვერ გავაკეთე, მინდა, ყველას საჯაროდ მოგიხადოთ ბოდიში. ამავე დროს, მე ვარ უსაზღვროდ მადლიერი ქართველი ხალხის, რომელმაც მაქცია ქართული სახელმწიფოს მშენებლობის წარმატებული ისტორიული პროცესის მონაწილედ. ამ შვიდი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი დღე, რომ მე არ დავინტერესებულიყავი საქართველოს ამბებით და ვიცი ზუსტად, რომ ჩემს მუშაობას პრეზიდენტის თანამდებობაზე ფუჭად არ ჩაუვლია და ბევრი რამე, რაც ჩვენ შევქმენით, დღესაც შენარჩუნებულია და მუშაობს, მაგრამ ამავე დროს, როდესაც საქართველოს ამბებს ვისმენ, ზუსტად ვხვდები და ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები!", - აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი ამჟამად უკრაინაში რეფორმების ეროვნულ საბჭოს ხელმძღვანელობს. 


close დახურვა