
ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში უბედურ შემთხვევას 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ბავშვის დედას მანქანა ეზოში შეჰყავდა, რა დროსაც მას შემთხვევით დაეჯახა. ბავშვი საავადმყოფოში გარდაიცვალა.
როგორც "ფორმულას" შსს-ში უთხრეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.