logo
ENG



L’Équipe: ნეიმარსა და დი მარიას კორონავირუსი დაუდასტურდათ

02 სექ 202017:46
3 წუთის საკითხავი
clock 690
pb7m4az8kt81ag7.jpg

ფრანგული გამოცემის, L’Équipe-ის ცნობით, ფრანგული საფეხბურთო კლუბის "პარი სენ-ჟერმენის" ბრაზილიელ სუპერვარსკვლავს, ნეიმარს კორონავირუსი დაუდასტურდა.

31 აგვისტოს "პარი სენ-ჟერმენმა" დაადასტურა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა კლუბის ორი მოთამაშე - ანხელ დი მარია და ლეო პარედესი. ორივე მოთამაშე "ბაიერნთან" ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ იბიცაზე, წვეულებაზე იმყოფებოდა. იბიცაზე იმყოფებოდნენ პარედესისა და დი მარიას თანაგუნდელები - ნეიმარი, კეილორ ნავასი და მაურო იკარდი. ფრანგული კლუბი ამჟამად კორონავირუსის ტესტებზე დანარჩენი მოთამაშეების პასუხებს ელოდება.

შესაძლოა, "პარი სენ-ჟერმენმა" საფრანგეთის ლიგა 1-ის პირველი ტურის მატჩი გამოტოვოს, რადგან საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული კანონით თუ კლუბს 4-ზე მეტი ინფიცირებული ფეხბურთელი ჰყავს, ის თამაშს ვერ ჩაატარებს.


close დახურვა